ჩვენი ისტორია
სასწაულების ზოგადად არ მჯეროდა, მაგრამ მოხდა ის რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემი ბავშვობის ოცნება ამისრულა კომპანიამ, რომელმაც სამოგზაუროდ გამიშვა ჰავაიზე, როგორც საუკეთესო თანამშრომელი. მაგრამ უფრო დიდი სასწაული ის იყო, რომ იქ შევხვდი ადამიანს, ვისთან ერთადაც მინდა გავატარო მთელი დარჩენილი ცხოვრება. ჩვენი ურთიერთობის საფუძველი გახდა ამ ულამაზესი ადგილისადმი საერთო სიყვარული, მათი უნიკალური ტრადიციები და ის ზღაპრული გარემო სადაც ორივე პირველად მოვხვდით. მივხვდით, რომ გვინდოდა ჩვენი ცხოვრება გაგვეტარებინა ისე, როგორც ორივეს ძალიან გვიყვარს - მოგზაურობა უამრავ ულამაზეს ადგილებში და დავხმარებოდით სხვა ადამიანებსაც ამ საოცარი სამყაროს აღმოჩენაში.
ტურისტული კომპანიის შექმნის იდეა ჩვენი ოცნება გახდა. ჩვენ გვინდოდა არა მხოლოდ ტურების ორგანიზება, არამედ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლების შექმნა, რითაც მათ სამყაროს მაგიაში ჩაძირვის საშუალებას მივცემდით.
დავაარსეთ კომპანია travel island. ამ სახელით ჩვენ გეუბნებით, რომ გეპატიჟებით სიამოვნებისა და თავგადასავლების ''კუნძულზე'' სადაც ყოველი მოგზაურობა არის უნიკალური და განსაკუთრებული, თითქოს ჩვენი სულითა და სიყვარულით იყოს შექმნილი.
დღეს travel island არის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს მოგზაურობის გამოცდილებას მათთვის, ვინც ეძებს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დასვენებაა. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა დეტალს, რათა ჩვენს სტუმრებს შევუქმნათ დაუვიწყარი მოგონებები და ზღაპრული სილამაზის განცდის საშუალება მივცეთ. ჩვენი კლიენტები არიან არა მხოლოდ ჩვენი სტუმრები, არამედ ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი, ეს ისტორია კი არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ორ ადამიანს შეუთავსოს თავისი ოცნებები და ვნებები, რათა შექმნას რაღაც უნიკალური და შთამაგონებელი. დაიჯერეთ სასწაულის და ის აუცილებლად მოხდება. ALOHA!!!!
კომპანია ბაზარზეა 2015 წლიდან, გვაქვს ოფისები საქართველოში, ავსტრიასა და გერმანიაში.
ფასეულობა რომელსაც იღებთ ჩვენგან
გვჯერა, რომ ყოველი მოგზაურობა უნდა იყოს უნიკალური და დაუვიწყარი. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ თითოეული სტუმრის მოთხოვნები. როდესაც თქვენ გვიკავშირდებით, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი და დეტალური საუბარი, რათა გავიგოთ თქვენი პრეფერენციები და ინტერესები.
ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ სტანდარტულ ტურებს, არამედ ვქმნით ინდივიდუალურ მოგზაურობის გეგმებს თქვენი უნიკალურობის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ თქვენი მოგზაურობა უნდა ასახავდეს თქვენს ოცნებებსა და სურვილებს. ეს შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული აქტივობების, კულტურული ღონისძიებების ან განსაკუთრებული გამოცდილების არჩევას, რაც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.
ჩვენი პერსონალი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექსპერტებით, რომლებიც მუდმივად ანახლებენ ცოდნას მოგზაურობისა და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების შესახებ. ჩვენ თვითონ ვსტუმრობთ იმ ადგილებს, რომლებზეც ვსაუბრობთ და დეტალურად ვიცნობთ მათ. ეს გვაძლევს საშუალებას მოგაწოდოთ ინფორმაცია და რჩევები რეალური სიტუაციის შესახებ.
ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ გვაქვს წვდომა ექსკლუზიურ შეთავაზებებზე. ეს შეიძლება იყოს სპეციალური ფასები, გაუმჯობესებული საცხოვრებელი ან დამატებითი ბონუსები, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო მომგებიანს ხდის.
უსაფრთხოება ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტული ღირებულებაა, ვზრუნავთ ყველა ორგანიზაციულ ასპექტზე, რათა თქვენ შეძლოთ დატკბობა თქვენი მოგზაურობის ყოველი წამით.
„Travel Island“ არ არის მხოლოდ ტურისტული სააგენტო. ჩვენ ვართ თქვენი თანამგზავრები სათავგადასავლო სამყაროში და ჩვენი მიზანია, ყოველი მოგზაურობა, რომელსაც თქვენ ატარებთ, ჭეშმარიტად საოცნებოდ ვაქციოთ.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს: თქვენ ენდობით ჩვენს პროფესიონალთა გუნდს, მიიღეთ მაქსიმალური კომფორტი, სავსე ხართ საოცარი ემოციებით და თქვენს მოგონებებს დაემატა ჩვენთან ერთად გატარებული ის ულამაზესი დღეები, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
გვენდობით? ესეიგი თქვენ ხართ ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების გუნდში გაწევრიანდით.
ვიმოგზაუროთ ერთად.