საქართველო, სიყვარულის და ღვინის ქვეყანა

    საქართველო ადამიანებით ჯერ კიდევ 1.7 - 1.8 მილიონი წლის წინათ იყო დასახლებული.  ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, უძველესი ადამიანების ნაშთებია აღმოჩენილი, რომლებიც 1,8 მილიონი წლის წინანდელია.  მასპირველ ევროპელსაცკი უწოდებენ.

     ქართული დამწერლობა უძველესია და მსოფლიოში აღიარებულ 14 ანბანთაგანია, რომლის შექმნის თარიღია ძვ. წ. აღ. 285 – 284 წლები. ქვეყანაში  ქრისტიანობა სახელმწიფო  რელიგიად 326 წ. გამოცხადდა. საქართველო გამორჩეულია  უნიკალური, უძველესი არქიტექტურული ნაგებობებით, რომელთა უმრავლესობა იუნესკოს(UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

    მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს მეღვინეობასაც. ეს საოცარი ადამიანები უხსოვარი დროიდან მიჰყვებოდნენ მევენხეობას,  (დღეისათვის შემორჩენილია 525-მდე ყურძნის ჯიში) თიხისაგან ამზადებდნენ ღვინის მოსამზადებელ ჭურჭელს(ქვევრს)  რომელსაც ათავსებდნენ მიწაში და  ქვევრიც მზად იყო  უგემრიელესი მშრალი ტანინიანი ღვინოების მისაღებად. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 8000 წლიანი ისტორია გააჩნია, რომელსაც  იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

    უნიკალურია ბუნებაც სადაც ეს საოცარი ადამიანები ცხოვრობენ. გაუვალი ტყეები, მთები, კანიონები, გამოქვაბულები, ჩანჩქერები რომლებიც მილიონობით წლის წინ ჩამოყალიბდა.  დღის განმავლობაში შესაძლებელია გაირუჯო ზღვის სანაპიროზე და რამოდენიმე საათში თოვლში თხილამურით ისრიალო კავკასიონის ქედებზე. 

    ყველასაგან განსხვავებული ტრადიციაა ქართული სუფრა, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ უძვირფასეს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და საქართველოს სავიზიტო ბარათად. ეს  ტრადიცია საოცარია თავისი სადღეგრძელოებით, უგემრიელესი კერძებით, მრავალ ხმიანი სიმღერებით, ქვევრის ღვინით და რა თქმა უნდა განუმეორებელი ენაწყლიანი თამადთ. მათი ჰარმონიული შეხამება ქმნის გარემოს, რომელიც არც ერთ უცხოელ სტუმარს არ ტოვებს გულგრილს.

ჯადოსნური დღეები ჩვენთან ერთად
საქართველო ღვინის სამშობლო-7დღე
იუნესკო საქართველოში 11 დღე
ტური უძველესი დედაქალაქი
სათხილამურო ტური საქართველოში. 8 დღე
This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
TRAVEL ISLAND
+995 555 055959 WhatsApp Viber
info@travelisland.ge
თბილისი, გურამიშვილის 35
Travel Island © 2022, All Rights Reserved