გასტრონომიული ტური - 6 დღე
ტურის ხანგრძლივობა 6 დღე
ჯგუფის ზომა 1-25 მგზ.      

 

დღე 1: ჩამოსვლა

დღე 2: თბილისი

დღე 3: თბილისი - ყვარელი - გრემი - ალავერდი - თბილისი

დღე 4: თბილისი - მცხეთა - გუდაური

დღე 5: გუდაური - სტეფანწმინდა - თბილისი

დღე 6: გამგზავრება

 


დღე 1: ჩამოსვლა    

ტრანსფერი  აეროპორტი-სასტუმრო

დღე 2: თბილისი

      გავისეირნებთ ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ქალაქის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას დავინახავთ სხვადასხვა რელიგიურ შენობებს: ეკლესიებს, სინაგოგებს, მეჩეთებს, საუკუნოვანი ისტორიის ხის სახლებს ფერადი აივნებით, გოგირდის აბანოებს, ნარიყალას ციხესიმაგრეს. ვნახავთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მოგვიანებით ვესტუმრეით უგემრიელეს ადგილს სადაც დავაგემოვნებთ (ქართულ პიცას) აჭარულ ხაჭაპურს, გავეცნობით მისი მომზადების ტექნოლოგიას(მასტერკლასი).

       დარჩენილი დღე დაგვრჩებათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაუმეგობრდეთ თბილისს, ტრადიციული ღვინის დეგუსტაციითა და უნიკალური სამზარეულოთი. მოვინახულოთ მშვიდობის სახელგანთქმული ხიდი, შესაძლებლობა გექნებათ აგრეთვე საჰაერო ბურთიდან გადახედოთ ქალაქის უნიკალურ ხედებს. გადაიღოთ ფოტოები ზღაპრული შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.

       საღამოს დავრჩებით თბილისში 

 

დღე 3: თბილისი - ყვარელი - გრემი - თელავი - თბილისი

    დილით გავემგზავრებით ულამაზესი კახეთის მიმართულებით, რომელიც განთქმულია არა მარტო ქვევრის ღვინოებით არამეტ, უგემრიელესი სამზარეულოთიც, რომელშიც მრავლადაა ხორცისაგან მომზადებული კერები. მათი მირთმევა საუკეთესოა მშრალ ღვინოებთან ერთად სადაც  ღვინო და კერძი ჰარმონიულად ეხამება ერთმანეთს.

     ყვარელში ვეწვევით ტრადიციულ ქართულ ოჯახს სადაც შევაფასებთ ადგილობრივი უგემრიელესი კერძებისა და ქვევრის ღვინის ღიესებას. მივიღებთ მონაწილეობას კახური შოთის გამოცხობაში და ყურძნის წვენისაგან ჩვენი ხელით მოვამზადებთ ტრადიციულ ტკბილეულს, ჩურჩხელას.

     უგემრიელესი სადილის შემდეგ ამ მშვენიერი კუთხის ისტორიასაც შევეხებით.  ვეწვევით კახეთის მეფეთა რეზიდენციას, გრემის უძველეს ნაქალაქარს, ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ,  მთის ბორცვზე განლაგებულ   ციხე ქალაქს.

     მოგვიანებით ვეწვევით საგვარეულო შატოს (ღვინის დეგუსტაციები, ისტორიები ღვინის შესახებ). დავაგემოვნებთ უგემრიელეს ტრადიციულ კერძებსა და  ქვევრის ღვინოებს.

  საღამოს ვბრუნდებით თბილისში

 

დღე 4: თბილისი - მცხეთა - გუდაური

     დილით ვეწვევით თბილისის საკოლმეურნეო ბაზარს, რომელიც ყოველთვის საინტერესოა უცხოელი ტურისტებისთვის. აქ ვნახავთ უამრავ ხილს, სოუსებს, ყველის მრავალ სახეობას , ფერად სანელებლებს და კიდევ ბევრ სხვას.

      ვესტუმრებით საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას, მდინარის გასწვრივ მდებარე მტკვრის ხეობაში, რომელსაც მეორე იორდანესაც უწოდებენ. მოვინახულებთ მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს ტაძარს - სვეტიცხოველს და ბუნების წიაღში ჩასმულ ჯვრის მონასტერს, რომელიც მთის მწვერვალიდან გადმოჰყურებს ულამაზეს ხეობას სადაც ორი მდინარე მტკვარი და არაგვი ერთიანდებიან.

მოგვიანებით გავემგზავრებით გუდაურში.

 

დღე 5: გუდაური - სტეფანწმინდა - თბილისი

     დილით გავემგზავრებით სტეფანწმინდის მიმართულებით, გზად ულამაზესი კავკასიონის ხედები იშლება. ამ  მშვენიერ მხარეში განსხვავებულია არა მარტო  ბუნება, არამედ ტრადიციები და უნიკალური სამზარეულოც. 

    დღის პირველ ნახევარში მოვინახულებთ გერგეთის სამების ეკლესიას, ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს საქართველოში, რომელიც თავისი ისტორიითა და მდებარეობით წარმოადგენს საქართველოს სახეს.

    მოგვიანებით ვესტუმრებით ქართულ ტრადიციულ ოჯახს, სადაც ჩვენი ხელით მოვამზადებთ ხინკალს, დავაგემოვნებთ(სურვილისამებრ ჭაჭასთან ერთად), და შევაფასეთბთ ჩვენს ნახელავს.

    საღამოს მივემგზავრებით თბილისში სავსე ემოციებითა და  წარუშლელი შთაბეჭდილებებით

დღე 6: გამგზავრება

ტრანსფერი   სასტუმრო-აეროპორტი

ფოტო გალერეა
This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
TRAVEL ISLAND
+995 555 055959 WhatsApp Viber
info@travelisland.ge
თბილისი, გურამიშვილის 35
Travel Island © 2022, All Rights Reserved