
ტური - უძველესი დედაქალაქი
დილით ვესტუმრებით საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას, მდინარის გასწვრივ მდებარე მტკვრის ხეობაში, რომელსაც მეორე იორდანესაც უწოდებენ. მოვინახულებთ მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს ტაძარს - სვეტიცხოველს (UNESCO)და ბუნების წიაღში ჩასმულ ჯვრის მონასტერს(UNESCO), რომელიც მთის მწვერვალიდან გადმოჰყურებს ულამაზეს ხეობას სადაც ორი მდინარე მტკვარი და არაგვი ერთიანდებიან. მოვინახულებთ ისტორიულ სამეფო შატოს, დავაგემოვნებთ მათ მიერ წარმოებულ ღვინოებს.
მოგვიანებით დავბრუნდებით თბილისში, დარჩენილი დღე დაგრჩებათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო ახლოს გაეცნოთ თბილისს, ტრადიციული ღვინის დეგუსტაციითა და უნიკალური სამზარეულოთი. მოინახულოთ მშვიდობის სახელგანთქმული ხიდი, რომელიც ყურადღებას იპყრობს ექსპრესიული მოხაზულობით, მასალით, ტექნიკური აღჭურვილობითა და არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით. შესაძლებლობა გექნებათ აგრეთვე საჰაერო ბურთიდან გადახედოთ ქალაქის უნიკალურ ხედებს. გადაიღოთ ფოტოები ზღაპრული შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.