საქართველო ღვინის სამშობლო-7დღე

ტურის ხანგრძლივობა 7 დღე

 

დღე  1 : ჩამოსვლა

დღე  2 : თბილისი

დღე  3 : თბილისი-მცხეთა-მუხრანი-თბილისი

დღე  4 : თბილისი - სიღნაღი  - ყვარელი

დღე  5 : ყვარელი

დღე  6 : ყვარელი- თელავი - თბილისი 

დღე  7 : გამგზავრება

 


დღე  1      ტრანსფერი      აეროპორტი-სასტუმრო

დღე  2       თბილისი

     გავისეირნებთ ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ქალაქის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას დავინახავთ სხვადასხვა რელიგიურ შენობებს: ეკლესიებს, სინაგოგებს, მეჩეთებს, საუკუნოვანი ისტორიის ხის სახლებს ფერადი აივნებით, გოგირდის აბანოებს, ნარიყალას ციხესიმაგრეს. გავემგზავრებით ფუნიკულიორზე და მოვინახულებთ მთაწმინდის პარკს.  ვნახავთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

     დარჩენილი დღე დაგრჩებათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო ახლოს გაეცნოთ თბილისს, ტრადიციული ღვინის დეგუსტაციითა და უნიკალური სამზარეულოთი. მოინახულოთ მშვიდობის სახელგანთქმული ხიდი, რომელიც ყურადღებას იპყრობს არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით. შესაძლებლობა გექნებათ აგრეთვე საჰაერო ბურთიდან გადახედოთ ქალაქის უნიკალურ ხედებს. გადაიღოთ ფოტოები ზღაპრული შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.

       საღამოს დავრჩებით თბილისში 

 

დღე  3       თბილისი-მცხეთა-მუხრანი-თბილისი

   ვესტუმრებით საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას, მდინარის გასწვრივ მდებარე მტკვრის ხეობაში, რომელსაც მეორე იორდანესაც უწოდებენ. მოვინახულებთ მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს ტაძარს - სვეტიცხოველს და ბუნების წიაღში ჩასმულ ჯვრის მონასტერს, რომელიც მთის მწვერვალიდან გადმოჰყურებს ულამაზეს ხეობას სადაც ორი მდინარე მტკვარი და არაგვი ერთიანდებიან. მოვინახულებთ ისტორიულ სამეფო შატოს, დავაგემოვნებთ მათ მიერ წარმოებულ ღვინოებს.


დღე  4       თბილისი - სიღნაღი  - ყვარელი

     თბილისიდან გავემგზავრებით კახეთის რეგიონისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ეს საოცარი მხარე ღვინის სამშობლოდ ითვლება. თუმცა, გარდა მეღვინეობისა , კახეთი გამორჩეულია სხვადასხვა პერიოდის ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით.  აქ მოვინახულებთ უძველეს ქალაქ სიღნაღს, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ულამაზესი ქუჩებით და გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობით. გაუყვებით მოკირწყლულ ქუჩებს, ისტორიული სახლებითა და აივნებით, დავტკბებით კავკასიონის მთებისა და ვრცელი ალაზნის ველის საოცარი სილამაზით.  მოვინახულებთ წმინდა ნინოს სასწაულმოქმედ წყაროს, რომელიც შექმნილ იქნა წმინდანის ლოცვით;

     მოგვიანებით ვესტუმრებით ქართულ ტრადიციულ ოჯახს, სადაც გაგვიმასპინძლდებიან ადგილობრივი უგემრიელესი კერძებითა და რა თქმა უნდა საკუთარ მარანში ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული, ქვევრის კახური ღვინით, ჭაჭით.

      მშვენიერი სადილის შემდეგ გავემგზავრებით ამ უძველესი კუთხის ერთრთ სოფელში სადაც ვნახავთ თუ როგორ ამზადებს მამა-შვილი და მათთან ერთად მთელი ოჯახი უნიკალურ ქართულ ნაწარმს ქვევრს(მასტერკლასი). კახეთში მხოლოდ რამოდენიმე ოჯახია შემორჩენილი რომლებსაც ეს უნიკალური მეთოდი შემოუნახავთ.

     საღამოს გავჩერდებით ყვარელში. 

 

დღე  5      ყვარელი

       დილით  ვაგრძელებთ მოგზაურობას ამ ულამაზეს მხარეში და ვესტუმრებით ქინძმარაულის ღვინის მარანს. ადგილობრივი გამორჩეული  უნიკალური კლიმატი და კახური ღვინის დაყენების ტექნოლოგია ამ ქარხანას გამორჩეულს ხდის. ჩვენ საშუალება გვეძლევა  გავეცნოთ ქარხნის ისტორიასა და ღვინის წარმოებას  - ბოთლებში  ჩამოსხმის პროცესს. ესდავაგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს და რა თქმა უნდა ჭაჭას.

       მოგვიანებით ისევ  გველოდება შეხვედრა ადგილობრივი ტექნოლოგიით დამზადებულ კახურ ღვინოსთან და უგემრიელეს ქართულ კერძებთან. ვესტუმრებით  რა თქმა უნდა სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ ქართულ ტრადიციულ ოჯახს.

  უგემრიელესი სადილის შემდეგ მოვინახულებთ მრავალსაუკუნოვან მარანს, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. აქ გველოდება სანახაობა, რომელიც გადაგვიყვანს 5 საუკუნით უკან, ვნახავთ უძველეს ხელსაწყოებს, რომლებსაც იყენებდნენ კახელი მეღვინეები, 500 წლის ქვევრებს და უამრავ საინტერესო ნივთს. გავეცნობით კახური ღვინის წარმოების ტექნოლოგიას და დავაგემოვნებთ რა თქმა უნდა უძველესი მეთოდებით დაყენებულ კახურ ღვინოებს.

         მარანი საინტერესოა იმითაც, რომ გააჩნია საკუთარი რესტორანი და კახური შოთის საცხობი თონე.  ჩვენი თვალით ვნახავთ, თუ როგორ ცხვება ‘’დედას პური’’(მასტერკლასი) და შესაძლებლობა გვექნება დავაგემოვნოთ ქართულ ტრადიციული კერძებთან ერთად.

      საღამოს დავრჩებით ყვარელში


დღე  6      ყვარელი - თელავი - თბილისი 

 დილით გავაგრძელებთ მოგზაურობას საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში სადაც მოვინახულებთ უნიკალურ ღვინის საცავს, რომელიც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი. მთელი წლის მანძილზე გვირაბის ტემპერატურა 12-16°C -მდე მერყეობს, ღვინის გვირაბის საერთო  სიგრძე 7.7 კმ-ია.  აქ რამოდენიმე ათეული წელია ინახება კახეთის რეგიონის საუკეთესო ღვინოები.  შესაძლებლობა გვეძლევა დავაგემოვნოთ და სურვილის მიხედვით შევიძინოთ ადგილობრივი წარმოების ღვინოები. 

         მოგვიანებით ვესტუმრებით  რესტორანს, სადაც დავაგემოვნებთ უგემრიელეს ქართულ კერძებსა და ადგილობრივ ქვევრის ღვინოს. 

         უგემრიელესი სადილის შემდეგ ამ მშვენიერი კუთხის ისტორიასაც შევეხებით.  ვეწვევით კახეთის მეფეთა რეზიდენციას, გრემის უძველეს ნაქალაქარს, ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ,  მთის ბორცვზე განლაგებულ ციხე გალავანს. ამ კომპლექს მუზეუმ-ნაკრძლის სტატუსი აქვს სადაც 2000-ზე მეტი არქეოლოგიური ექსპონატია დაცული.

        საღამოს გავემგზავრებით თბილისში, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და  საოცარი ემოციებით, რომელიც სამუდამოდ დარჩება თქვენს მოგონებებში. 

 

 დღე  7       გამგზავრება

ტრანსფერი : სასტუმრო აეროპორტი

ფოტო გალერეა
This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
TRAVEL ISLAND
+995 555 055959 WhatsApp Viber
info@travelisland.ge
თბილისი, გურამიშვილის 35
Travel Island © 2022, All Rights Reserved