
ტურის ხანგრძლივობა 10 დღე
ჯგუფის ზომა 1-25 მგზ.
დღე 1: ჩამოფრენა
დღე 2: თბილისი-დმანისი-თბილისი
დღე 3: თბილისი - სიღნაღი - ვარდისუბანი - თელავი
დღე 4: თელავი - თბილისი
დღე 5: თბილისი - მცხეთა - გორი - უფლისციხე - ბორჯომი
დღე 6: ბორჯომი - ვარძია - ბორჯომი
დღე 7: ბორჯომი - ქუთაისი
დღე 8: ქუთაისი - მესტია
დღე 9: მესტია - ბათუმი
დღე 10: ბათუმი
დღე 11: გამგზავრება
დღე 1 ჩამოფრენა
ტრანსფერი, აეროპორტი - სასტუმრო
დღე 2: თბილისი-დმანისი-თბილისი
დილით გავემგზავრებით ქვემო ქართლის მიმართულებით, უდიდესი ისტორიული წარსულის მქონე საქართველოს ამ უძველეს მხარეში. მოვინახულებთ ბოლნისის სიონის ტაძარს რომელის ასაკიც მე-5 საუკუნით თარიღდება. მის კედლებზე შემონახულია მრავალსაუკუნოვანი ქართული წარწერები. ვეწვევით მუნიციპალიტეტის მუზეუმს. გზად კიდევ უფრო საინტერესო რამ გველოდება, დმანისის ნაქალაქარი, რომელიც გამოირჩევა არამარტო უნიკალური ადგილმდებარეობითა და შეუდარებელი ბუნებით, არამედ ისტორიითაც რომელმაც მსოფლიო გააოცა. აქ უძველესი ადამიანების ნაშთებია აღმოჩენილი, რომლებიც 1,8 მილიონი წლის წინანდელია. მას “პირველ ევროპელს უწოდებენ. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებებს ადამიანის ევოლუციის შესახებ. მოვინახულებთ დმანისის ნაკრძალის მუზეუმს.
საღამოს დავბრუნდებით თბილისში.
დღე 3: თბილისი - სიღნაღი - ვარდისუბანი - თელავი
დღეს ვესტუმრებით ულამაზეს კახეთს, რომელიც გამორჩეულია არამარტო უგემრიელესი ღვინით, კერძებითა და მრავალფეროვანი ბუნებით, არამედ ისტორიული ძეგლებითაც. აქ მოვინახულებთ უძველეს ქალაქ სიღნაღს, ქალაქს გარს არტყავს გალავანი, მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია. მსოფლიოში მეორეა სიგრძეში 28 კოშკით, ჩინეთის კედლის შემდეგ. გაუყვებით ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს, ისტორიული სახლებითა და აივნებით, დავტკბებით კავკასიონის მთებისა და ვრცელი ალაზნის ველის საოცარი სილამაზით. მოვინახულებთ წმინდა ნინოს სასწაულმოქმედ წყაროს, რომელიც შექმნილ იქნა წმინდანის ლოცვით;
მოგვიანებით ვეწვევით ამ უძველესი კუთხის ერთრთ სოფელს სადაც ვნახავთ თუ როგორ ამზადებს მამა-შვილი უნიკალურ ქართულ ნაწარმს ქვევრს. .(ქვევრი ჭურჭელია რომეშიც ღვინო მზადდება და ინახება). ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 8000 წლიანი ისტორია გააჩნია, რომელსაც იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გზად ერეკლე მეფის დიდებული სასახლესაც მოვინახულებთ."ბატონის ციხედ" ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო.
საღამოს დავრჩებით ერთერთ საგვარეულო შატო სასტუმროში, სადაც დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებსა და ქვევრის ღვინოებს.
დღე 4: თელავი - თბილისი
გზას გავაგრძელებთ საქართველოს დედაქალაქისაკენ, ვეწვევით ქალაქის ისტორიულ ნაწილს. ქალაქის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას დავინახავთ სხვადასხვა რელიგიურ შენობებს: ეკლესიებს, სინაგოგებს, მეჩეთებს, საუკუნოვანი ისტორიის ხის სახლებს ფერადი აივნებით, გოგირდის აბანოებს, ნარიყალას ციხესიმაგრეს. გავემგზავრებით ფუნიკულიორზე და მოვინახულებთ მთაწმინდის პარკს. ვნახავთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
დარჩენილი დღე დაგრჩებათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო ახლოს გაეცნოთ თბილისს, ტრადიციული ღვინის დეგუსტაციითა და უნიკალური სამზარეულოთი. მოინახულოთ მშვიდობის ხიდი, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით. შესაძლებლობა გექნებათ აგრეთვე საჰაერო ბურთიდან გადახედოთ ქალაქის უნიკალურ ხედებს. გადაიღოთ ფოტოები ზღაპრული შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.
საღამოს გავჩერდებით თბილისში
დღე 5: თბილისი - მცხეთა - გორი - უფლისციხე - ბორჯომი
დილით ვესტუმრებით საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას, მდინარის გასწვრივ მდებარე მტკვრის ხეობაში, რომელსაც მეორე იორდანესაც უწოდებენ. მოვინახულებთ მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს ტაძარს - სვეტიცხოველს (UNESCO)და ბუნების წიაღში ჩასმულ ჯვრის მონასტერს(UNESCO), რომელიც მთის მწვერვალიდან გადმოჰყურებს ულამაზეს ხეობას სადაც ორი მდინარე მტკვარი და არაგვი ერთიანდებიან.
გზას გავაგრძელებთ შიდა ქართლის მიმართულებით ქალაქი გორისკენ. მოვინახულებთ საბჭოთა კავშირის ლიდერის სტალინის სახლმუზეუმს, სადაც დიდი ბელადი დაიბადა და გაატარა ბავშვობის წლები. დღის მეორე ნახევარში ვეწვევით უფლისციხეს, ციხესიმაგრის ისტორია მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეს, აბრეშუმის გზის მარშუტი ციხე ქალაქზე გადიოდა, ის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა შიდა ქართლში, მუზეუმი ღია ცის ქვეშ, უძველესი გალავნითა და ოთხი კარიბჭით.
საღამოს დავრჩებით ბორჯომში, ისტორიული მესხეთ-ჯავახეთის უმნიშვნელოვანეს საკურორტო ქალაქში. უძველესი ტაძრებისა და მონასტრების ეპარქიის ცენტრში.
დღე 6: ბორჯომი - ვარძია - ბორჯომი
დღეს მივემგზავრებით კლდეში ნაკვეთი უძველესი სამონასტრო ქალაქ ვარძიის მიმართულებით. გზად ულამაზეს ბირთვისის ციხეს ვეწვევით, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა თავისი მდებარეობის გამო. შემდეგ ვარძიასაც ვესტუმრებით, რომელიც ყველაზე დიდია საქართველოში არსებულ კლდეში ნაკვეთ ქალაქებს შორის. ეს უნიკალური კომპლექსი ცამეტი სართულისა და ექვსიათასი ოთახისაგან შედგება, მათ შორის ნახავთ ღვთის მშობლის მიძინების ეკლესიას, სატრაპეზოებს, გვირაბებს, მარნებს და უამრავ სხვას.
საღამოს დავჩებით ბორჯომში.
დღე 7: ბორჯომი - ქუთაისი
დროა საქართველოს დასავლეთიც მოვინახულოთ. მივემგზავრებით უძველეს ქალაქ ქუთაისში, რომელიც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კოლხეთის სამეფოს დედაქალაქად მოიხსენიება. ვეწვევით გელათის(UNESCO) მონასრერს, რომელიც შუა საუკუნეების ერთერთი ულამაზესი ძეგლია. გავეცნობით მის საინტერესო ისტორიას. მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარსაც, რომელსაც თავისი არქიტექტურითა და მხატვრული ღირსებით გამოირჩევა. ძეგლი 1994 წლიდან იუნესკოს(UNESCO), მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სიაშია.
საღამოს დავრჩებით ქუთაისში
დღე 8: ქუთაისი - მესტია
გზას გავაგრძელებთ სვანეთის მიმართულებით. ეს ულამაზესი მხარე, გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. კავკასიონის მწვერვალები, ციხე-კოშკები, ხუროთმოძღვრების ძეგლები, სახასიათო ფრესკული ნიმუშები, წეს-ჩვეულებები და მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი ბუნება, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მნახველში. დასახლება ულამაზესია ფერდზე შეფენილი საგვარეულო კოშკებისა (UNESCO) და მედიდური მწვერვალების ფონზე.
დღე 9: მესტია- ბათუმი
დილა კიდევ ურო ლამაზია ამომავალი მზის სხივებით განათებული ციხე კოშკებითა და კავკასიონის ხედებით. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ცხენებითაც გაისეირნოთ. დღის მეორე ნადევაღში ვესტუმრებით, მესტიას, სადაც მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ადგილობრივი ისტორიისა და ეთნოსის კიდევ უფრო კარგად გასაცნობად, არანაკლებ საინტერესოა ხერგიანების მუზეუმიც რომელიც უძველესი სვანი მთამსვლელების ტრადიციებზე მოგვითხრობს. მუზეუმში დაცულია უამრავი ისტორიული ექსპონატი.
საღამოს გავეგზავრებით ბათუმში.
დღე 10: ბათუმი
დილით ვეწვევით გონიოს ციხეს. თავისი მდებარეობის გამო, ციხესიმაგრე იქცა ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. დღეს მას არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსი აქვს. ვესუმრებით ბათუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია დაცული.
მოგვიანებით დაგვრჩება დრო იმისათვის რომ გავისეირნოთ ულამაზესი ბათუმის ქუჩებში, მოვინახულოთ, ქალაქის სხვადასხვა ღირშესანიშნაობები: მედეას ქანდაკება, ანბანის კოშკი, ალის და ნინოს მოძრავი ქანდაკება და სხვა.
დღე 11: გამგზავრება
ტრანსფერი სასტუმრო აეროპორტი