


ცხოვრებაც საამურია
საქართველო, ეს ულამაზესი პატარა ქვეყანა, ყველასაგან განსხვავებულია მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, რომლებიც ევროპისა და აზიის კულტურათა ურთიერთქმედებით იქმნებოდა მისი მდებარეობის გამო. ერთერთი გამორჩეული მათ შორის, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ უძვირფასეს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და საქართველოს სავიზიტო ბარათად არის ქართული სუფრა. ეს ტრადიცია საოცარია თავისი სადღეგრძელოებით, უგემრიელესი კერძებით, მრავალ ხმიანი სიმღერებით, ქვევრის ღვინით და რა თქმა უნდა განუმეორებელი ენაწყლიანი თამადთ. მათი ჰარმონიული შეხამება ქმნის გარემოს, რომელიც არც ერთ უცხოელ სტუმარს არ ტოვებს გულგრილს.
„ქართული სუფრა უნიკალურია. ეს არის უზომოდ დიდი პროპორციებისა და მრავალფეროვანი კერძების დღესასწაული. ქართული სამზარეულო ძირითადად, ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით, საკვების მომზადების სხვადასხვა ტექნიკითა და მაგიდის ტრადიციული სერვირებით, რომელიც ქართულ სუფრას საუკეთესოდ წარმოაჩენს,“
ჟურნალი National Geographic Traveller Food
რატომ უნდა წახვიდე ეხლავე?
გახდი უძველესი ტრადიციების ნაწილი, გაითავისე ქართველი ერი და მათთან ერთად გაატარე დაუვიწყარი დღეები, დაუსრულებელი მშვენიერი ღვინის დეგუსტაციითა თუ უგემრიელესი კერძების დაგემოვნებით, რომელიც განსხვავებულია ამ ულამაზესი ქვეყნის ყველა კუთხეში. ესტუმრე მათ და არასოდეს დაგავიწყდებათ ყველასაგან განსხვავებული კერძების გემო(მასტერკლასი),ქართული სუფრის ტრადიციები და ჩვენთან ერთად, მსუბუქი ბახუსის ქვეშ გატარებული ეს ულამაზესი საღამოები.
ყველა ტურს თან ახლავს დეგუსტაცია სხვადასხვა ტიპის ნატურალური ქვევრის ღვინით, რომლებიც მზადდება ძველი ქართული ტექნოლოგიით.