



შეიცანი საქართველო
უნიკალურია საქართველო თავისი ველური ბუნებით, გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, კანიონებით, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ქართველი ხალხიც, თავიანთი ტრადიციებით და ცხოვრების წესით, მრავალათასწლიანი ისტორიითა და კულტურით.
ქართული დამწერლობა უძველესია და მსოფლიოში აღიარებულ 14 ანბანთაგანია, რომლის შექმნის თარიღია ძვ. წ. აღ. 285 – 284 წლები. ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წ. გამოცხადდა. მრავლად არის უძველესი არქიტექტურული ნაგებობები, რომელთა უმრავლესობა იუნესკოს(UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს მეღვინეობასაც. ეს საოცარი ადამიანები უხსოვარი დროიდან მიჰყვებოდნენ მევენხეობას, (დღეისათვის შემორჩენილია 525-მდე ყურძნის ჯიში). ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 8000 წლიანი ისტორია გააჩნია, რომელსაც იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
რატომ უნდა წახვიდე ახლავე:
გახდი საქართველოს ნაწილი, გაეცანი ამ პატარა ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის კულტურას, მათ მიერ შექმნილ მრავალსაუკუნოვან არქიტექტურასა და მათ ტრადიციებს, ღვინის დაყენების რვაათასწლიან ტექნოლოგიას და შეაფასე ამ უნიკალური მეთოდით მომზადებული ნატურალური ღვინოების გემო. იმოგზაურე ჩვენთან ერთად დაუვიწყარი ემოციების შესქმნელად.
ყველა ტურს თან ახლავს დეგუსტაცია სხვადასხვა ტიპის ნატურალური ქვევრის ღვინით, რომლებიც მზადდება ძველი ქართული ტექნოლოგიით