ღვინის ტურები

საქართველო-ღვინის აკვანი

     საქართველო - ადგილი სადაც ღვინო დაიბადა, საუკუნეების განმავლობაში დაიხვეწა ამ შესანიშნავი სითხის დამზადების ტექნოლოგია, მისი მოხმარების ყველასაგან განსხვავებული წესები,   ტრადიციები და ქართველი კაცის ბუნებაც, სადაც სტუმრის ღვინით გამასპინძლება დღესაც ადათის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს საოცარი ადამიანები უხსოვარი დროიდან მიჰყვებოდნენ მევენხეობას, მეღინეობას (დღეისათვის შემორჩენილია 525-მდე ყურძნის ჯიში)თიხისაგან ამზადებდნენ ღვინის მოსამზადებელ ჭურჭელს(ქვევრს)  რომელსაც ათავსებდნენ მიწაში და  ქვევრიც მზად იყო  უგემრიელესი მშრალი ტანინიანი ღვინოების მისაღებად. უნიკალურია ქართველი ხალხის ცხოვრების წესიც, მათი სტუმართმოყვარეობა,  ქართული სუფრა თავისი სადღეგრძელოებით, უგემრიელესი კერძებით, მრავალ ხმიანი სიმღერებით, ქვევრის ღვინით და რა თქმა უნდა განუმეორებელი ენაწყლიანი თამადთ. 

      ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 8000 წლიანი ისტორია გააჩნია, რომელსაც  იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა


რატომ უნდა წახვიდე ეხლა.

   მოინახულე პატარა ულამაზესი ქვეყანა და ყველასაგან განსხვავებული ტრადიციების მატარებელი, გულუხვი ერი. ეწვიე საუკუნოვან მამაპაპისეულ მარნებს, გაეცანი მათ უძველეს კულტურას და ღვინის მომზადების 8000 წლიან ტექნოლოგიას. დაესწარი ქვევრის დამზადების მასტერკლასსა და დააგემოვნე სახლში დამზადებული უგემრიელესი ნატურალური, ქვევრის ღვინოები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ. გახდი მათი საზოგადოების წევრი სულ მცირე დროით და  მიიღეთ დაუვიწყარი ემოციები.

   ყველა ტურს თან ახლავს დეგუსტაცია სხვადასხვა ტიპის ნატურალური ქვევრის ღვინით, რომლებიც მზადდება ძველი ქართული ტექნოლოგიით

 

საქართველო ღვინის სამშობლო-7დღე
This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
TRAVEL ISLAND
+995 555 055959 WhatsApp Viber
info@travelisland.ge
თბილისი, გურამიშვილის 35
Travel Island © 2022, All Rights Reserved